სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას გერმანელი სტუდენტები ეწვივნენ

29 იანვარი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვივნენ რაინლანდ-პფალცის მიწის პოლიციის აკადემიის სტუდენტები, რომლებიც ასევე არიან პოლიციის მოქმედი თანამშრომლები.

გერმანელი სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ, სასწავლებლის საქმიანობას, სწავლების მეთოდოლოგიას, სამომავლო და მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ასევე ესტუმრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია