სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებს გერმანელმა ექსპერტებმა ტრენინგი ჩაუტარეს

8 თებერვალი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) ფარგლებში გერმანელი ინსტრუქტორები ეწვივნენ.

სტუმრები აკადემიის ტაქტიკური სამსახურის საქმიანობას და სასწავლო გეგმებს გაეცნენ. სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა უვე შვაიფერმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან არსებული თანამშრომლობა, მათ შორის ტაქტიკური მომზადების მიმართულებით. მან განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. 

ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის და პროფესიული მომზადების ინსტრუქტორებს გერმანელმა კოლეგებმა ერთკვირიანი ტრენინგი ჩაუტარეს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები მისცეს. სწავლების დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. 

ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია