სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სასწავლო კურსების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას განაგრძობს

23 ივნისი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის ელექტრონული წარმოების ელექტრონული კურსი - "CrimeCase". სწავლება კრიმინალური გამოძიების სისტემის ახალ ვერსიას წარმოადგენს და მასში განხილულია ის ძირითადი ობიექტები, სუბიექტები და ქმედებები, რომელთა გამოყენებაც გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების დროს უწევს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, დაიწყო ელექტრონული ტრენინგი - „სატრანსპორტო საშუალებების შეჯახების ბარათის შევსების ინსტრუქცია". აღნიშნული კურსის მიზანია პოლიციის თანამშრომლებისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ბარათის შევსების პრინციპების გაცნობა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია