სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვას იწყებს

9 თებერვალი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვას იწყებს.

აღნიშნული სისტემა გულისხმობს თანამშრომელთა საქმიანობის ობიექტურ შეფასებას, მათი სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით და კარიერული განვითარების წახალისებას.

შეფასების სისტემის სრულყოფილად დანერგვის მიზნით, აკადემიაში ამოქმედდება საპილოტე ეტაპი, რომელიც მოიცავს თანამშრომლებისთვის განმავითარებელი გეგმების შემუშავებას, მათ შეფასებას და მენეჯერული რგოლის გადამზადებას ქოუჩინგსა და მენტორინგში.

საპილოტე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, აკადემიაში შეფასების სისტემის ინსტიტუციონალური დანერგვის პროცესი დაიწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემაზე მუშაობა, ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, 2018 წლიდან დაიწყო.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია