სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიაში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

15 მაისი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირი-საქართველოს „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის“  ფარგლებში, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საკითხებზე  ხუთ დღიანი ტრენინგი ჩატარდა.
სწავლება შსს-ს აკადემიის პრორექტორმა, ივანე პაპიაშვილმა,  „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელმა,  პიმ ალბერსმა და შს სამინისტროს  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა,  ნინო გახარიამ გახსნეს.
ტრენინგზე საპოლიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებისა  და შემდგომი ანალიზის საკითხები განიხილეს, ასევე, დანაშაულებრივი სინდიკატების ტიპებზე და მათი კლასიფიკაციის შესახებ იმსჯელეს. ბრიტანელმა ექსპერტებმა სწავლების მონაწილეებს თემატური პრეზენტაციები წარუდგინეს და ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობასთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.
ტრენინგში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფების თანამშრომლები და შსს აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია