სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს წარმომადგენლებმა დისტანციური სწავლების შესახებ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს

16 მაისი 2017

შსს-ს აკადემიის პრორექტორმა, მირანდა ხაბაზმა და შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, უჩა პაპუაშვილმა, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში, დისტანციური სწავლების შესახებ სამუშაო შეხვედრაში  მონაწილეობა მიიღეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი - ეთერ ყამარაული, ევროპის საბჭოს კონსულტანტი - ალექსანდრე კრებლი,  შსს-ს აკადემიის და შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ღონისძიების მიზანი იყო დისტანციური სწავლების პროგრამებისა და სასწავლო ფილმების დასრულების საკითხის განხილვა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა მომზადებისა და სასწავლო პროგრამების, ასევე, დისტანციური სწავლების შესახებ პრეზენტაციები. შსს-ს აკადემიის სხვადასხვა ფაკულტეტის ინსტრუქტორებმა განსახილველად წარმოადგინეს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებისათვის შემუშავებული კაზუსების მიხედვით აგებული სამი ფილმის სცენარი.
ევროპის საბჭოს კონსულტანტმა, ალექსანდრე კრებლიმ დამსწრე საზოგადოებას ექსპერტების რეკომენდაციები გააცნო და სასწავლო ფილმების სცენარები მიმოიხილა.
ევროპის საბჭოს ექსპერტებთან კონსულტაცების შედეგად დაიხვეწა და მომზადდა სასწავლო ფილმების საბოლოო სცენარები, რომელთა საფუძველზეც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბერამდე სამი ფილმის გადაღება და დისტანციურ სწავლებაში მათი დანერგვა განხორციელდება.
 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია