სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიაში რისკის მენეჯმენტის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

17 მაისი 2017

შსს-ს აკადემიაში, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის -„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის უკეთესი კოორდინაციის შესახებ“ (UNDP GAIBM) - ფარგლებში, რისკის მენეჯმენტის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.
სწავლების მიზანი იყო რისკის მართვისა და მონაცემთა ანალიზის უნარების განვითარება.

ტრენინგს ევროპელი ექსპერტები - პიტერ კრისტიან ვალბაუ-ჰაბლი და რობერთ გლოკლი უძღვებოდნენ. სწავლებაზე რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელი, საზღვრის მართვის მიზნების საერთო ინდიკატორები და რისკის შეფასების ანალიტიკური მეთოდები განიხილეს.

ტრენინგში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია