სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიაში ISO 9001საერთაშორისო სტანდარტების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

18 მაისი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის პროექტის - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ISO 9001 საერთაშორისო სტანდარტების შესახებ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება შსს-ს აკადემიის პრორექტორმა მირანდა ხაბაზმა პროექტის - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელთან,  პიმ ალბერსთან ერთად   გახსნა.
შეხვედრაზე ISO 9001 სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და  შესაბამისობის შეფასების საკითხები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: ხარისხის მართვა, როგორც მდგრადი განვითარების გარანტი;  ISO 9001 ხარისხის მართვის 7 პრინციპი და ISO 9001 ხარისხის მართვა - ცოდნის მართვა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამი სამუშაო შეხვედრის ჩატარება, რაც შსს-ს აკადემიის  თანამშრომლებს კურიკულუმის, სასწავლო მასალის, ელექტრონული სწავლებისა, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განვითარებაში დაეხმარება.
 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია