სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიის რექტორი რაინლანდპფალცის პოლიციის აკადემიას ესტუმრა

19 მაისი 2017

შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, იგი რაინლანდპფალცის აკადემიას ეწვია და აკადემიის დირექტორს, ფრიდელ დურბენს და მის მოადგილეს,  აქსელ ჰენრიხს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შსს-ს და რაინლანდპფალცის აკადემიებში არსებული სასწავლო მეთოდოლოგიისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა გაცვლითი პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, მაისის დასასრულს გერმანელი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს შსს-ს აკადემიას ერთკვირიანი ვიზიტით ესტუმრებიან, ხოლო, პარალელურად, შსს-ს აკადემიის მაგისტრატურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებელები გერმანიას ეწვევიან. ასევე, გერმანელ კოლეგებთან შეთანხმებით, შემოდგომაზე შსს-ს აკადემიის ორი ინსტრუქტორი ტაქტიკური სწავლების უნარების განვითარების მიზნით სასწავლო კურსს რაინლანდპფალცის აკადემიას დაქვემდებარებულ სასროლეთში გაივლის.
შეხვედრის დასასრულს, გივი მიქანაძემ რაინლანდპფალცის აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა,  ადგილობრივ სტუდენტებს  შეხვდა და  მათ შსს-ს აკადემიაში დანერგილი სწავლების უახლესი მეთოდებისა და პროგრამების შესახებ ესაუბრა.
 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია