სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ერთი დღე აკადემიაში

პროექტი „ერთი დღე აკადემიაში“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროექტს - „ერთი დღე აკადემიაში“.

პროექტის ფარგლებში შსს-ს აკადემიის თანამშრომლების, ლექტორებისა და ინსტრუქტორების მხარდაჭერით, საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო სასწავლო კურსებსა და პრაქტიკულ სამუშაოებში შემდეგ მიმართულებებში:

  1. პირველადი სამედიცინო დახმარება;
  2. სამგზავრო დოკუმენტები;
  3. კრიმინალისტიკა;
  4. ვირტუალური ტირი;
  5. ხელჩართული ბრძოლის ილეთები;
  6. შსს-ს არქივში დაცული საქართველოს თანამედროვე ისტორიის საარქივო მასალები.

 

პროექტ „ერთი დღე აკადემიაში“ მონაწილეობის მიღების მიზნით, საჯარო სკოლა უნდა დარეგისტრირდეს შსს-ს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.policeacademy.gov.ge. შერჩეული მოსწავლეების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 30. სასწავლო კურსებს პარალელურ რეჯიმში სამ ნაწილად გაყოფილი ჯგუფები გაივლიან, რომლებიც მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 10 მოსწალისგან იქნება შემდგარი.

 

შსს-ს აკადემიაში ტური განხორციელდება დადგენილი პროგრამის საფუძველზე:

  • 9:30 – 9:40 სტუმრების მიღება (პოლი)
  • 9:40 – 10:00 პრეზენტაცია აკადემიის შესახებ (საკონფერენციო დარბაზი)
  • 10:00 – 10:45 პირველადი სამედიცინო დახმარება
  • 11:00 – 11:45 ხელჩართული ბრძოლის ილეთები
  • 12:00 – 12:45 კრიმინალისტიკა
  • 12:45 – 13:00 სადილი
  • 13:30 -14:15 შსს- არქივი - ფილმის ჩვენება
  • 14:30 -15:15 სამგზავრო დოკუმენტები
  • 16:30 -17:00 ტესტირება
  • 17:00 – 17:30 დაჯილდოება

 

პროგრამა მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას ასევე, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტესტირება, ტესტირების შედეგების მიხედვით ყველაზე მაღალი ქულების შესაბამისად გამოვლინდება პირველი, მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ სერთიფიკატებთან ერთად პრიზები, ასევე, ყველა მოსწავლე მიიღებს პროგრამაში მონაწილეობის შესახებ სერთიფიკატებსა და სამახსოვრო საჩუქარებს აკადემიის სიმბოლიკით.

 

შეფასების კრიტერიუმები:

მაქსიმალური ქულაა -  60 

# ტესტირება და ჩათვლა ტესტირება ჩათვლა
1 პირველადი სამედიცინო დახმარება 10  
2 სამგზავრო დოკუმენტები 10  
3 კრიმინალისტიკა 10  
4 შსს-ს არქივში დაცული საქართველოს თანამედროვე ისტორიის საარქივო მასალები 10  
5 ხელჩართული ბრძოლის ილეთები   10
6 ვირტუალური ტირი   10

 

ტურით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ:


© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია