სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

სამეცნიერო საქმიანობა

სტატიების მიღება 2017 წლის №1 სამეცნიერო ჟურნალისთვის „პოლიცია და უსაფრთხოება”

ამა წლის 1-ლი მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, იწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორენოვან სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში „პოლიცია და უსაფრთხოება” სტატიების წარმომდგენის მსურველთა განაცხადების მიღება. (განაცხადი წარმოადგინეთ დასკანერებული სახით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე) (იხ. დანართი №1).

დასრულებული სამეცნიერო სტატიის წარმოდგენის ვადაა 2017 წლის 1-ლი სექტემბერი.

1. ჟურნალში სამეცნიერო სტატიის, უცხოენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის თარგმანისა თუ სასამართლო პრაქტიკის ანალიზის წარმოდგენის უფლებით სარგებლობენ შემდეგი პირები:

  • შსს აკადემიის, აკადემიის პარტნიორი უნივერსიტეტების, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული პედაგოგები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.
  • სამართლის სფეროში მოღვაწე უცხოელი და ქართველი პრაქტიკოსი იურისტები.
  • სხვა ავტორები, რომლებიც სარედაქციო კოლეგიის თხოვნით მოამზადებენ პუბლიკაციებს სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.

თემატიკა: შესრულებული სამეცნიერო სტატია შეიძლება ეხებოდეს საპოლიციო და უსაფრთხოების სფეროში აქტუალურ და პრობლემატურ საკითხს.

2. ავტორებმა სტატიის გამოქვეყნებისათვის (ვადა: 2017 წლის 1-ლი სექტემბერი) ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სტატია (ქართულ ან ინგლისურ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს საშუალოდ 15 ნაბეჭდ გვერდს, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით; (ციტირების სახელმძღვანელო სტადარტები ავტორტათვის (იხ. დანართი №3).

ბ) განცხადება ავტორის ხელმოწერით. განცხადების ფორმა (იხ. დანართი №2).

გ) სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა ან სტატიის კვლევის სფეროში გამოჩენილი სამართლის სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (მისი გამცემი პირის ხელმოწერით), სტატიის სამართლის დოქტორის ხარისხის არმქონე პირის ან მაგისტრანტის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში.

3. ჟურნალში “პოლიცია და უსაფრთხოება“ შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სტატია, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული.

4. ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი და სტატიის მიმართ მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპები (იხ. დანართი №3).

სარედაქციო საბჭო არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც მოთხოვნების მიხედვით არ იქნება შესრულებული.

5. სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen_12 ფონტით, უცხო-ენოვანი ტექსტი - Times New Roman_12 ფონტით, სქოლიო - იმავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება - ერთი ინტერვალი. აბზაცი გამოიყოს ერთი Enter-ით .

6. სტატიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე: journal@mia.gov.ge.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 595 88 89 36 (დიმიტრი დინუაშვილი).

სავალდებულოა, რომ მასალების გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში (Subject Line) ავტორმა მიუთითოს: სტატია - გვარი. (მაგალითად: სტატია - გიორგაძე)

ყველა მასალა ავტორმა უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: journal@mia.gov.ge განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 2 ივნისის 18:00 საათი.

გამოგზავნილ მასალებს არჩევს სარედაქციო კოლეგია. არასრული, დაგვიანებული ან არათემატური მასალები არ განიხილება.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია