2018 წლის 15 იანვრიდან 2 მარტის ჩათვლით, იწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორენოვან სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში „პოლიცია და უსაფრთხოება” სტატიების წარმომდგენის მსურველთა განაცხადების მიღება. (განაცხადი წარმოადგინეთ დასკანერებული სახით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე) (იხ. დანართი №1).
დასრულებული სამეცნიერო სტატიის წარმოდგენის ვადაა 2018 წლის 1-ლი მაისი.
1. ჟურნალში სამეცნიერო სტატიის წარმოდგენის უფლებით სარგებლობენ შემდეგი პირები:
თემატიკა: შესრულებული სამეცნიერო სტატია შეიძლება ეხებოდეს საპოლიციო და უსაფრთხოების სფეროში აქტუალურ და პრობლემატურ საკითხს.
2. ავტორებმა სტატიის გამოქვეყნებისათვის (ვადა: 2018 წლის 1-ლი მაისი) ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
3. ჟურნალში “პოლიცია და უსაფრთხოება“ შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სტატია, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული.
4. ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი და სტატიის მიმართ მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპები (იხ. დანართი №3).
სარედაქციო საბჭო არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც მოთხოვნების მიხედვით არ იქნება შესრულებული.
5. სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen_12 ფონტით, უცხო-ენოვანი ტექსტი - Times New Roman_12 ფონტით, სქოლიო - იმავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება - ერთი ინტერვალი. აბზაცი გამოიყოს ერთი Enter-ით .
6. სტატიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე: journal@mia.gov.ge.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 595 88 89 36 (დიმიტრი დინუაშვილი).
სავალდებულოა, რომ მასალების გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში (Subject Line) ავტორმა მიუთითოს: სტატია - გვარი (მაგალითად: სტატია - გიორგაძე).
ყველა მასალა ავტორმა უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: journal@mia.gov.ge.
გამოგზავნილ მასალებს არჩევს სარედაქციო კოლეგია. არასრული, დაგვიანებული ან არათემატური მასალები არ განიხილება.