სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

სამეცნიერო საქმიანობა / სამეცნიერო კვლევები

კვლევის მიზანი

დელიქვენტური ქცევის კულტურულად სპეციფიკური ფსიქო-სოციალური რისკ-ფაქტორების გამოვლენა.

 

კვლევის შედეგები

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვნები ყველაზე ხშირად ჩადიან დანაშაულს საკუთრების წინააღმდეგ. რეციდიულობის მაჩვენებელი 10.9 %-ია და მათგან ყველას აქვს პირობითი მსჯავრი. პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვნები, განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვნებთან შედარებით უფრო ხშირად არიან არასრული ოჯახებიდან, აქვთ არასრული განათლება, უფრო დაბალი შემოსავალი, უფრო ხშირად აქვთ ოჯახური ძალადობის გამოცდილება და ნასამართლეობის ისტორია ოჯახის წევრთა შორის. არასრული ოჯახები, როგორც დელიქვენტური ქცევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, თავის მხრივ, სხვა სტრუქტურის მქონე ოჯახებთან შედარებით, უფრო ხშირად დაკავშირებულია არასრულ საშუალო განათლებასთან, დელიქვენტური ქცევის მქონე მოზარდებთან, ოჯახური ძალადობის გამოცდილებასთან.

კვლევის მიზანი

პოლიციის სისტემაში მყოფი პირების შესახებ რეგულარული ინფორმაციის შეგროვება. როგორ ყალიბდებიან კანდიდატები პოლიციელებად, მათი დემოგრაფიული თუ სოციალური მახასიათებლების, მიღებული საპოლიციო განათლების, საპოლიციო პრაქტიკისა და კულტურის გავლენის საფუძველზე (Bjorgo, 2012).

კვლევის მიზანი

განისაზღვროს სამართალდამცავ უწყებათა დაქვემდებარებაში მყოფ პირთა სწავლის მოტივაციის თავისებურებები, საბაზისო და გადამზადების ჯგუფებისათვის.

კვლევის მიზანი

მიუსაფარ ბავშვებთან ასოცირებული სოციალური ფაქტორების იდენტიფიკაცია და ადგილობრივი და საუკეთესო საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის ანალიზი.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია