სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

პროფესიული განათლება / მიღების პროცედურები

როგორ დავიწყო სწავლა აკადემიაში?

სსიპ - საქართველოს შსს-ს აკადემია მსურველებს სთავაზობს სწავლას შემდეგ საბაზისო მომზადების პროგრამებზე:

  • პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 4 თვე (15 კვირა);
  • სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების პროგრამა - 4 თვე (15 კვირა);
  • მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 3 კვირა;
  • გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამა - 4 თვე (18 კვირა).

აკადემიაში სწავლის მსურველმა პირმა უნდა გაიაროს ექვსსაფეხურიანი შესარჩევი პროცედურა: განცხადების წარდგენა, ტესტირება, გასაუბრება, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური მომზადების დონისა და სპეციალური შემოწმება. ტესტირების ეტაპის ჩატარებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ხოლო გასაუბრება, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური მომზადების დონისა და სპეციალური შემოწმება ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვას, ტესტირება/გასაუბრების ჩატარებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.

 

კანდიდატს შეუძლია სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.hr.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეავსოს აპლიკაცია.

აპლიკაციას თან უნდა დაერთოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი (ზომით 3X4);
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი აბარებს პატრულ-ინსპექტორთა მომზადების პროგრამაზე.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო ან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფს აღნიშნული კანდიდატის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას.

შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მიღებული კანდიდატების სიების შესაბამისად აკადემია უზრუნველყოფს კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ჩატარებას. ინფორმაცია ტესტირების ჩატარების თარიღის, აუდიტორიისა და დროის შესახებ 10 კალენდარული დღით ადრე განთავსდება აკადემიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.policeacademy.gov.ge.

 

რას მოიცავს ტესტირების ეტაპი?

ტესტირება ტარდება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ტესტი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან (130 კითხვა): IQ და ზოგადი უნარები, რომელიც შედგება 6 ნაწილისგან.



 

  • IQ არის არავერბალური ინტელექტის შესამოწმებელი ტესტი, რომელშიც თითოეული კითხვა სირთულისა და კითხვის სპეციფიკის მიხედვით, არასტანდარტულად ფასდება. IQ ტესტის მაქსიმალური შეფასებაა - 156 ქულა.
  • ზოგადი უნარების კითხვებზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი - 0 ქულით, შესაბამისად, მაქსიმალური შეფასებაა 64 ქულა.
  • ტესტირების მაქსიმალური ქულა მოიცავს ტესტის ორივე კომპონენტის ჯამს (IQ და ზოგადი უნარები), რომელიც შეადგენს 220 ქულას.
 
მსმენელს ტესტირება გავლილად ეთვლება თუ იგი IQ ტესტის ნაწილში დააგროვებს მინიმუმ 105 ქულას, ხოლო ზოგადი უნარების ტესტის ნაწილში მინიმუმ 30 ქულას.

ტესტირების ხანგრძლივობაა - 2 საათი და 30 წუთი. ზოგად უნარებს ეთმობა 1 საათი და 30 წუთი, ხოლო IQ ტესტს - 1 საათი.

 

რა სახის დავალებებს შეიცავს ტესტირების ეტაპი?

იხილეთ ტესტირების ნიმუში:

IQ ტესტი

ზოგადი უნარები

 

გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამაზე კანდიდატი ზოგადი უნარებისა და IQ ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ აბარებს პროფესიულ ტესტს, რომლის ხანგრძლივობაა 3 საათი. პროფესიული ტესტი მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვნად უკავშირდება ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციასა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან. პროფესიული ტესტი შედგება 100 კითხვისგან, თითოეული შეკითხვა ფასდება ერთი ქულით და კანდიდატს ტესტირება გავლილად ეთვლება თუ იგი პროფესიულ ტესტში დააგროვებს მინიმუმ 60 ქულას.

ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებაზე, სადაც კანდიდატები ფასდებიან შემდეგი კრიტრიუმების მიხედვით:

 
  1. ზოგადი პიროვნული მახასიათებლები/ემოციური მდგრადობა - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის ზოგად პიროვნულ მახასიათებლებს, ემოციურ გაწონასწორებულობას, კეთილსინდისიერებას, ტოლერანტობას, თავდაჯერებულობასა და საუბრის მანერას.
  2. განათლება - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის განათლების დონეს. აღნიშნული კრიტერიუმით განისაზღვრება, პროფესიული ცოდნის დონე და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
  3. სამუშაო გამოცდილება - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის სამუშაო გამოცდილებას, სფეროს და ხანგრძლივობას. აღნიშნული კრიტერიუმით განისაზღვრება კანდიდატის შესაბამისობა კონკრეტულ სფეროსთან.
  4. მოტივაცია - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის მოტივაციას. პარამეტრით ფასდება კანდიდატის ენთუზიაზმი, შემართება, მიზანდასახულობა.
  5. ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის ლოგიკურ და არგუმენტირებული მსჯელობის უნარს. შეფასება ასევე შესაძლებელია კანდიდატისთვის სიტუაციური მაგალითის მიწოდებით, სადაც იგი გამოიყენებს აღნიშნულ უნარს.
  6. კანდიდატის საქმიანობასთან შესაბამისობა - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის დამოკიდებულებას დაწესებულების საქმიანობასთან. შეფასება შესაძლებელია კანდიდატისთვის კითხვის დასმით, თუ როგორ მოიქცეოდა იგი კონკრეტული სიტუაციიდან, ან დავალებიდან გამომდინარე.
  7. ინფორმირებულობა - კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის სამომავლო საქმიანობის სფეროს შესახებ ზოგად ცოდნას, ასევე ინფორმირებულობას სამოღვაწეო სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენების შესახებ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სასურველია კანდიდატები გასაუბრებამდე, არჩეული დანაყოფის შესაბამისად, გაეცნონ შემდეგ ნორმატიულ აქტებს:


მართწესრიგის ოფიცერთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატებისთვის

  1. ინფორმაცია ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოების შესახებ (პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო ხელისუფლება);
    წყარო: „საქართველოს კონსტიტუცია“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346.
  2. ინფორმაცია პოლიციის საქმიანობის შესახებ;
    წყარო: საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ (მუხლები:1, 3, 4, თავი: II და III, მუხლები: 36, 37, 38, 41, 43) https://matsne.gov.ge/ka/document/view/2047533.
  3. ინფორმაცია იმ სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ამოცანების შესახებ, რომელშიც კანდიდატი აპირებს მუშაობის დაწყებას;
    წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის N747 ბრაძანება.
  4. პოლიციელთა ეთიკური ქცევის წესები;
    წყარო: „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრაძანება.
  5. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურის შესახებ.
    წყარო: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

  1. https://officer.ge
  2. https://imedinews.ge/ge/video/7981/mikheil-daushvili-chven-vkhedavt-rom-sazogadoebasa-da-politsias-shoris-komunikatsiis-khariskhi-sakmaod-dabalia
  3. https://1tv.ge/video/martlwesrigis-oficrebis-vakansiaze-ganckhadebebis-migheba-daiwyo/
  4. https://www.imedi.ge/ge/video/25821/martltsesrigis-opitseri--akhali-institutis-punqtsiebi
  5. https://1tv.ge/video/martlwesrigis-oficrebi/

პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატებისთვის:

  1. ინფორმაცია ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოების შესახებ (პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო ხელისუფლება);
    წყარო: „საქართველოს კონსტიტუცია“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346.
  2. ინფორმაცია პოლიციის საქმიანობის შესახებ;
    წყარო: საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ (მუხლები:1, 3, 4, თავი: II და III, მუხლები: 36, 37, 38, 41, 43) https://matsne.gov.ge/ka/document/view/2047533.
  3. ინფორმაცია იმ სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ამოცანების შესახებ, რომელშიც კანდიდატი აპირებს მუშაობის დაწყებას;
    წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანება.
  4. პოლიციელთა ეთიკური ქცევის წესები;
    წყარო: „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრაძანება.
  5. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურის შესახებ.
    წყარო: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილება.

უბნის-ინსპექტორთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატებისთვის:

  1. ინფორმაცია ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოების შესახებ (პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო ხელისუფლება);
    წყარო: „საქართველოს კონსტიტუცია“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346.
  2. ინფორმაცია პოლიციის საქმიანობის შესახებ;
    წყარო: საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ (მუხლები:1, 3, 4, თავი: II და III, მუხლები: 36, 37, 38, 41, 43) https://matsne.gov.ge/ka/document/view/2047533.
  3. ინფორმაცია იმ სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ამოცანების შესახებ, რომელშიც კანდიდატი აპირებს მუშაობის დაწყებას;
    წყარო: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანება.
  4. პოლიციელთა ეთიკური ქცევის წესები;
    წყარო: „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრაძანება.
  5. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურის შესახებ.
    წყარო: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილება.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატებისთვის:

  1. ინფორმაცია ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოების შესახებ (პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო ხელისუფლება);
    წყარო: „საქართველოს კონსტიტუცია“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346.
  2. ინფორმაცია პოლიციის საქმიანობის შესახებ;
    წყარო: საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ (მუხლები:1, 3, 4, თავი: II და III, მუხლები: 36, 37, 38, 41, 43) https://matsne.gov.ge/ka/document/view/2047533.
  3. ინფორმაცია იმ სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ამოცანების შესახებ, რომელშიც კანდიდატი აპირებს მუშაობის დაწყებას;
    წყარო: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის N786 ბრძანება (მუხლები: 2,3,4,5,8).
  4. პოლიციელთა ეთიკური ქცევის წესები;
    წყარო: „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრაძანება.
  5. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურის შესახებ.
    წყარო: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილება.
  6. ზოგადი გეოგრაფია (ჰორიზონტის მხარეები, კონტინენტები და ა.შ.) და საქართველოს გეოგრაფია (საქართველოს ტერიტორიის თავისებურებები, კერძოდ: ძირითადი მწვერვალები, ძირითადი უღელტეხილები, ძირითადი მდინარეები, ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა და მოსაზღვრე სახელმწიფოები);

გასაუბრების შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება აკადემიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.policeacademy.gov.ge, საბოლოო შედეგების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.


შესარჩევი ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი გამოსაცდელი ვადით ინიშნება არაუმეტეს 1 წლით. გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე კანდიდატი აკადემიაში ირიცხება სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, დებს პოლიციელის ფიცს და ენიჭება პოლიციის რიგითის სპეციალური წოდება. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი ინიშნება შესაბამის პოზიციაზე.

გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პროფესიული სწავლების პერიოდში პირი იღებს მხოლოდ შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ნახევარს და წოდებისთვის დადგენილ სარგოს, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს კი სრულ ხელფასს.


დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილით აქ:

სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი

სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამის გასავლელად კანდიდატთა ტესტირებისა და გასაუბრების გამსვლელი
ბარიერის დადგენის შესახებ

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია