სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

პროფესიული განათლება / სასწავლო პროცესი და შეფასების სისტემა

შსს-ს აკადემიაში არსებულ ძირითად სასწავლო პროგრამებზე სწავლა მიმდინარეობს კვირის სამუშაო დღეებში, 10:00-დან 16:10 საათამდე. ლექციებზე დასწრება სავალდებულოა. მსმენელები სწავლის პერიოდში უზრუნველყოფილნი არიან ერთჯერადი კვებითა და საერთო საცხოვრებლით. აკადემიაში მოქმედებს საგამოცდო კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სავარჯიშო დარბაზი. ლექციების, ცხრილებისა და გამოცდების შედეგებს მსმენელები გაეცნობიან ელექტრონულად, სპეციალური გვერდის საშუალებით.

აკადემიის ტერიტორიაზე იკრძალება ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, აზარტული თამაშები. მსმენელთა ქცევის წესები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

აკადემია მუდმივად ცდილობს არსებული სასწავლო პროგრამების დახვეწას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას. თეორიული სწავლების გარდა, მსმენელებს უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები და როლური თამაში რეალობასთან მიახლოებულ გარემოში. ინსტრუქტორების მიერ სწავლების კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენება ხელს უწყობს მსმენელთა ინტერაქციას და მათი შესაძლებლობების გამოვლენას.

აკადემიის მსმენელი ფასდება შეფასების სამკომპონენტიანი სისტემით, რომელიც მოიცავს ქვიზების, შუალედური და დასკვნითი გამოცდების ჯამს და შეადგენს  51  ქულას.

მსმენელს მოდული/სასწავლო კურსი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დასკვნითი გამოცდის შედეგი  25  ქულაზე მეტია და შეფასების სამივე კომპონენტი შეადგენს არანაკლებ  51  ქულას.



დეტალური ინფორმაცია აკადემიაში მოქმედ შეფასების სისტემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია