ბიბლიოთეკა როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევითი სივრცე, აკადემიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. ბიბლიოთეკა მოქმედი სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს საბიბლიოთეკო ფონდის ფორმირებას, ორგანიზებას, დაცვასა და აღრიცხვა/დამუშავებას.
მკითხველებს ემსახურება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სააბონენტო და სამკითხველო დარბაზი, სადაც ხორციელდება შემდეგი სერვისები:
წიგნადი ფონდის მუდმივი შევსება-განახლება პრიორიტეტული ამოცანაა და ხორციელდება დაინტერესებული პირის (ლექტორი, ინსტრუქტორი, სტუდენტი) კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე. შსს-ს აკადემიის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოიცავს უახლეს სამართლებრივ ლიტერატურას როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე.
მსმენელთა სრულფასოვანი განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების შეთავაზება გახლავთ. ამ მიმართულებით ჩატარდა და სამომავლოდ იგეგმება: