სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

პროფესიული განათლება / დაწინაურების კურსის პრეტესტი

ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაწინაურებელი პირის ტესტირება

2018 წლის 1 სექტებრიდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების თანახმად სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ტერიტორიულ ორგანოებსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში  დასაწინაურებელმა პირმა აკადემიაში უნდა გაიაროს ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების შესაბამისი კურსი.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ზემოაღნიშნულ კურსზე კანდიდატი შეიძლება წარდგენილი იქნეს დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ან დანაყოფის მოსამსახურის მიერ საკუთარი კანდიდატურის წარდგენის გზით.

დაწინაურების კურსზე ჩასარიცხად დასაწინაურებელმა პირმა აკადემიაში უნდა გაიაროს შესარჩევი ტესტირება.

ტესტირების საკითხები შეეხება შემდეგ თემატიკას:

ტესტი შედგება 50 შეკითხვისგან. თითო შეკითხვა ფასდება თითო ქულით. ტესტზე მუშაობის დრო შეადგენს 75 წუთს. ტესტის გამსვლელი ქულა არის 35.

დასაწინაურებელი პირის მიერ შესარჩევი ტესტირების ან დაწინაურების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში წყდება მისი ოპერატიულ ქვედანაყოფში ხელმძღვანელ თანამდებობაზე თანამდებობრივი დაწინაურების საკითხის განხილვა. ამ პირის იმავე კურსზე აკადემიაში ხელახლა წარდგენა დაუშვებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან 6 თვის განმავლობაში. პირის ხელახალი წარდგენისას კვლავ უარყოფითი შედეგის დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია მისი წარდგენა უარყოფითი შედეგების დადგომიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია