სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

პროფესიული განათლება / სასწავლო პროგრამები / დაწინაურების პროგრამები

დაწინაურების პროგრამები

პროგრამის აღწერა

სასწავლო პროგრამა განკუთვნილია მოქმედი თანამშრომლებისთვის, კერძოდ - უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლებისა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებისთვის, რომლებიც უნდა დაწინაურდნენ დეტექტივ-გამომძიებლისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. პროგრამის ხანგრძლივობაა 1 თვე და ორი კვირა. მოიცავს ერთ მოდულს (რომელიც აერთიანებს რამდენიმე საგანს) და ხუთ სასწავლო კურსს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი იღებს სერთიფიკატს.

 

საგნები

  • ადამიანის უფლებები და პოლიცია
  • პოლიციის ეთიკის კოდექსი და მოქალაქესთან ურთიერთობის სტანდარტები
  • პერსონალური მონაცემები
  • ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია
  • სისხლის სამართლის პროცესი
  • ცალკეულ დანაშაულების გამოძიების მეთოდიკა
  • ტაქტიკური, საცეცხლე  და სპეციალურ საშუალებებში მომზადება
  • ფიზიკური იძულების სპეციალური ილეთები
 

დეტალური სასწავლო პროგრამა

პროგრამის აღწერა

სასწავლო პროგრამის მიზანია დეტექტივ-გამომძიებელთა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება უფრო მაღალ თანამდებობაზე წარდგენის მიზნით (განყოფილების უფროსი/მოადგილე). პროგრამის ხანგრძლივობაა 2 თვე (5 კვირა და 2 დღე). მოიცავს 6 მოდულს და თითოეული მოდული აერთიანებს რამდენიმე საგანს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი იღებს სერთიფიკატს.

 

საგნები

I მოდული

  • ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
  • სისხლის სამართლის პროცესი
  • ცალკეულ დანაშაულების გამოძიების მეთოდიკა

II სასწავლო კურსი

  • ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია

III მოდული

  • ადამიანის უფლებები და პოლიცია
  • ფსიქოლოგიური ასპექტები
  • მენეჯმენტი
  • კორუფცია და სამოხელეო დანაშაულები
  • მედიასთან ურთიერთობა

IV სასწავლო კურსი

  • ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

V სასწავლო კურსი

  • პროგრამა “INFO VIEWER”-თან მუშაობა

VI სასწავლო კურსი

  • ტაქტიკური, საცეცხლე და სპეციალურ საშუალებებში მომზადება
 

დეტალური სასწავლო პროგრამა

პროგრამის აღწერა

სასწავლო პროგრამის მიზანია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო დანაყოფების სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე (ოცმეთაური, ასმეთაური, განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსის მოადგილე) დასაწინაურებელი პირების გადამზადება. პროგრამის ხანგრძლივობაა 2 თვე (5 კვირა). მოიცავს 6 მოდულს და თითოეული მოდული აერთიანებს რამდენიმე საგანს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი იღებს სერთიფიკატს.

 

საგნები

I მოდული

  • საპატრულო პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
  • ადამიანის უფლებები და პოლიცია
  • საგზაო მოძრაობის წესები და მოძრაობის უსაფრთხოება
  • საგზაო ზედამხედველობა და მოძრაობის ორგანიზაცია

II მოდული

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
  • ოჯახში ძალადობა

III მოდული

  • ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია
  • სისხლის სამართლის პროცესი
  • ნარკოტიკები
  • ტრეფიკინგი
  • კორუფცია და სამოხელეო დანაშაულები
  • კრიმინალისტიკა

IV მოდული

  • ტაქტიკური, საცეცხლე და სპეციალურ საშუალებებში მომზადება

I სასწავლო კურსი

  • პოლიციის ეთიკის კოდექსი და მოქალაქესთან ურთიერთობის სტანდარტები
  • მენეჯმენტი
  • მედიასთან ურთიერთობა
  • საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია და დანაშაულის პრევენცია

II სასწავლო კურსი

  • სისხლის სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციული და საპოლიციო ღონისძიების განხორციელების წესი
 

დეტალური სასწავლო პროგრამა

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია