სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

პროფესიული განათლება / სასწავლო პროგრამები / კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამები

კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამები

პროგრამის აღწერა

სასწავლო პროგრამის მიზანია, მოქმედ თანამშრომლებს (სპეციალიზებულ პოლიციელებსა და გამომძიებლებს) გააცნოს არასრულწლოვნებისათვის მინიჭებული უფლებები, სტატუსის მარეგულირებელი ნორმები და მათი დაკითხვის სპეციფიკა. პროგრამის ხანგრძლივობაა 6 დღე. მოიცავს 1 მოდულს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე საგანს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი იღებს სერთიფიკატს და ენიჭება არასრულწლოვანთა დაკითხვის უფლება.

 

საგნები

I სასწავლო კურსი

  • არასრულწლოვანთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი საკითხები

II სასწავლო კურსი

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

III სასწავლო კურსი

  • არასრულწლოვანთა განვითარება და დაკითხვის/გამოკითხვის ფსიქოლოგია
 

დეტალური სასწავლო პროგრამა

პროგრამის აღწერა

სასწავლო პროგრამის მიზანია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მომზადება ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, მოვლის, ტარების და გამოყენების წესებში. პროგრამის ხანგრძლივობაა 6 დღე. პროგრამა მოიცავს 1 მოდულს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე საგანს. პროგრამის წარმატებით დახურვის შემდეგ მსმენელი იღებს იარაღის გამოყენების უფლებას და სერტიფიკატს.

 

საგნები

სასწავლო მოდული

  • ტაქტიკური, საცეცხლე და სპეციალურ საშუალებებში მომზადება
  • პოლიციელის პირადი უსაფრთხოების წესები
  • ადამიანის უფლებები და პოლიცია
 

დეტალური სასწავლო პროგრამა

პროგრამის აღწერა

სასწავლო პროგრამის მიზანია მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მომზადება. პროგრამის ხანგრძლივობაა 11 დღე. პროგრამა მოიცავს 4 მოდულს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე საგანს. პროგრამის წარმატებით დახურვის შემდეგ მსმენელი იღებს სერტიფიკატს.

 

საგნები

I მოდული

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
  • უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსი
  • ადამიანის უფლებები
  • თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა სტატუსი
  • პერსონალური მონაცემები

II სასწავლო კურსი

  • ტაქტიკური მომზადება და ფიზიკური ორთაბრძოლის ილეთები

III სასწავლო კურსი

  • სამგზავრო დოკუმენტების შემოწმება (პირველადი ინსპექტირება)

IV სასწავლო კურსი

  • შსს ელექტრონული მიმოწერის სისტემა და მონაცემთა ბაზები
 

დეტალური სასწავლო პროგრამა

პროგრამის აღწერა

სასწავლო პროგრამის მიზანია მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მომზადება უსაფრთხოების საკითხებში. პროგრამის ხანგრძლივობაა 9 დღე. პროგრამა მოიცავს 2 მოდულს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე საგანს. პროგრამის წარმატებით დახურვის შემდეგ მსმენელი იღებს სერტიფიკატს.

 

საგნები

I სასწავლო კურსი

  • პირველადი სამედიცინო დახმარება

I მოდული

  • ტაქტიკური, საცეცხლე და სპეციალურ საშუალებებში მომზადება
  • ფიზიკური იძულების სპეციალური ილეთები
  • სპეციალური ტექნიკური საშუალებები პოლიციაში
  • ფსიქოლოგიური ასპექტები
 

დეტალური სასწავლო პროგრამა

პროგრამის აღწერა

სასწავლო პროგრამის მიზანია დმი-ს თანამშრომლების მომზადება/გადამზადება. პროგრამის ხანგრძლივობაა 12 დღე. პროგრამა მოიცავს 1 მოდულს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე საგანს. პროგრამის წარმატებით დახურვის შემდეგ მსმენელი იღებს სერტიფიკატს.

 

საგნები

სასწავლო მოდული

  • დროებითი მოთავსების იზოლატორის საქმიანობა და მისი სამართლებრივი საფუძვლები
  • არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სამართლებრივი და ფსიქოლოგიური საკითხები
  • ადამიანის უფლებები
  • ჯანმრთელობის დაცვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში
  • ფიზიკური შებოჭვის ხერხები
 

დეტალური სასწავლო პროგრამა

პროგრამის აღწერა

სასწავლო პროგრამის მიზანია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების სამსახურის თანამშრომლების გადამზადება. პროგრამის ხანგრძლივობაა 13 დღე. პროგრამა მოიცავს 3 მოდულს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე საგანს. პროგრამის წარმატებით დახურვის შემდეგ მსმენელი იღებს სერტიფიკატს.

 

საგნები

I მოდული

  • საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი
  • ნაოსნობის წესები
  • ზღვის გარემოს დაცვა
  • საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესები
  • სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და საქმიანობის განხორციელების წესები
  • საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის აღმართვის, სამეცნიერო კვლევისა და დაზვერვის განხორციელების წესები
  • თევზჭერისა და ნადირობის წესები

II მოდული

  • ადმინისტრაციული საქმის წარმოება
  • საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ

III სასწავლო კურსი

  • ფსიქოლოგიური ასპექტები
 

დეტალური სასწავლო პროგრამა

პროგრამის აღწერა

სასწავლო პროგრამის მიზანია რადიო-ოპერატორებისა და კავშირგაბმულობის სპეციალისტების გადამზადება. პროგრამის ხანგრძლივობაა 11 დღე. პროგრამა მოიცავს 2 მოდულს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე საგანს. პროგრამის წარმატებით დახურვის შემდეგ მსმენელი იღებს სერტიფიკატს.

 

საგნები

I მოდული

  • რადიოლოკაციური სადგურის მუშაობის პრინციპი
  • მცურავ საშუალებებზე არსებული რადიოსადგურები

II მოდული

  • ფსიქოლოგიური ასპექტები
  • კანონი პოლიციის შესახებ
 

დეტალური სასწავლო პროგრამა

პროგრამის აღწერა

სასწავლო პროგრამის მიზანია ბოცმანის მოვალეობის შემსრულებლების გადამზადება. პროგრამის ხანგრძლივობაა 4 კვირა და 4 დღე. პროგრამა მოიცავს 5 მოდულს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე საგანს. პროგრამის წარმატებით დახურვის შემდეგ მსმენელი იღებს სერტიფიკატს.

 

საგნები

I მოდული

  • გემის მახასიათებლები
  • გემზე შრომის უსაფრთხოების ტექნიკა
  • სახომალდო სამსახურის ინსტრუქცია

II მოდული

  • ზოგადი საზღვაო ნავიგაცია და მეტეოროლოგია
  • ზღვაზე შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები

III მოდული

  • ხომალდის (კატარღის) კორპუსის, ამწე მოწყობილობების და კანჯო ნავების (მოტონავები) მომსახურების ძირითადი პრინციპები (შეღებვა, დამუშავება)
  • საზღვაო ხელოვნება (საზღვაო კვანძები, ბაწრებთან და რკინის გვარლებთან მუშაობა, მოვლა პატრონობა)
  • ხომალდის (კატარღის) ბუქსირებისა და ღუზაზე, კასრზე და ნავმისადგომთან დადგომა-მოხსნის წესები
  • ხომალდზე ტვირთების მიღება-გადაცემის წესები
  • სავახტო - სანავიგაციო ჟურნალის წარმოება

IV სასწავლო კურსი

  • პირველადი სამედიცინო დახმარება

V მოდული

  • ფსიქოლოგიური ასპექტები
  • კანონი პოლიციის შესახებ
 

დეტალური სასწავლო პროგრამა

პროგრამის აღწერა

სასწავლო პროგრამის მიზანია სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება. პროგრამის ხანგრძლივობაა 2 კვირა და მოიცავს რვა საგანს. სწავლება შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილებისგან.

 

საგნები

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესი
  • მოქალაქესთან ურთიერთობის სტანდარტები
  • ნორმატივები
  • ხელჩართული
  • საცეცხლე მომზადება
  • იარაღთან მოპყრობის უსაფრთხოების სტანდარტები
  • ტაქტიკური
 

დეტალური სასწავლო პროგრამა

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია