სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ტური შსს-ს არქივში

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ყოველ ხუთშაბათს 14 საათიდან 17 საათამდე გთავაზობთ ტურს შსს-ს არქივში.

დღევანდელი შსს-ს არქივი მოიცავს ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და შსს-ს არქივს.

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ არქივის ისტორიას, დაათვალიეროთ მუზეუმი, სადაც გამოფენილია საბჭოთა პერიოდის სისხლის სამართლის საქმეები, საარქივო დოკუმენტებზე შექმნილი საინფორმაციო ბანერები, ფოტომასალა და არტეფაქტები.

 

ტურის ფარგლებში თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ:

  • არქივის მუზეუმი;
  • საბჭოთა პერიოდის ამსახველი საზოგადოებისთვის უცნობი - ამჟამად განსაიდუმლოებული სისხლის სამართლის საქმეები;
  • საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით შექმნილი საინფორმაციო ბანერები;
  • ფოტომასალა და არტეფაქტები.

საგამოფენო დარბაზში მოწყობილ მცირე კინოთეატრში იხილავთ დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით მომზადებულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს.

დაესწრებით არქივში მიმდინარე სამუშაოებს - რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის პროცესს.

 

ტურით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ:


© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია