აკადემია მსურველებს სთავაზობს სწავლას შემდეგ საბაზისო მომზადების პროგრამებზე:
კანდიდატს შეუძლია სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.hr.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეავსოს აპლიკაცია.
აპლიკაციას თან უნდა დაერთოს:
მართლწესრიგის ოფიცრისა და გამომძიებლის პოზიციით დაინტერესებულმა კანდიდატმა აპლიკაციას ასევე თან უნდა დაურთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აკადემია უზრუნველყოფს მსმენელთა უფასო სწავლებას ნებისმიერ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
შესარჩევი ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი გამოსაცდელი ვადით ინიშნება არაუმეტეს 1 წლით. გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე კანდიდატი აკადემიაში ირიცხება სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, დებს პოლიციელის ფიცს და ენიჭება პოლიციის რიგითის სპეციალური წოდება. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი ინიშნება შესაბამის პოზიციაზე.
გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პროფესიული სწავლების პერიოდში პირი იღებს მხოლოდ შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ნახევარს და წოდებისთვის დადგენილ სარგოს, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს კი სრულ ხელფასს.
იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს გააჩნია არგუმენტირებული პრეტენზია ტესტირების ან გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით, მას აქვს გასაჩივრების უფლება შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სურვილის შემთხვევაში კანდიდატმა განცხადებით უნდა მიმართოს აკადემიის რექტორს და მკაფიოდ დაასაბუთოს გასაჩივრების მიზეზი. დაუსაბუთებელი საჩივარი არ განიხილება, ამიტომ განცხადებაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი, თუ რატომ თვლის კანდიდატი მიღებულ შედეგს არაობიექტურად და რა არის პრეტენზიის რეალური მიზეზი.
იხ. საჩივრის სტანდარტული ფორმა